26 თებერვალი 2021,   23:40
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელმა" სხვისი სტრატეგია დაიწუნა - გიორგი ვაშაძემ ალეკო ელისაშვილთან და იაგო ხვიჩიასთან შეხვედრაზე უარი თქვა

რატომ ამბობს უარს "სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩის" და "მოქალაქეების" სტრატეგიაზე და რა ეჭვები გაუჩნდა ალეკო ელისაშვილს გიორგი ვაშაძის უარის შემდეგ.

საუბარია სპეკულაციებსა და შანტაჟზე.

ოპოზიციონერ კოლეგებს შეხვედრაზე უარი გიორგი ვაშაძემ დღეს დილით 2 მიზეზით უთხრა. განმარტა, რომ ინდივიდუალური შეხვედრა მიუღებელია, რადგან უკვე არსებობს ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი და პარტიები გადაწყვეტილებებსაც ერთობლივი შეთანხმებით იღებენ.

"მოქალაქეების" და "გირჩის" ინიციატივით, სამ პოლიტიკურ ძალას საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა ემსჯელა.

ელისაშვილის და "გირჩის" ინიციატივით, სწორედ 2021 წლის თვთმმართველობის არჩევნების შედეგი უნდა გახდეს ვადამდელი არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი.

დღის ამბები