27 თებერვალი 2021,   16:50
ვრცლად
 "გირჩი- მეტი თავისუფლება" კოვიდშეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

ღია ნადირობა თავისუფალ ადამიანებზე - ასე აფასებენ კოვიდის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემოღებულ შეზღუდვებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები და ყველა აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.

პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება ჰქონდეთ, ასევე, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების"  მტკიცებით, ერთადერთი, რაც შეზღუდვებმა მოიტანა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები არიან.

დღის ამბები