07 მარტი 2021,   22:22
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის სამოქმედო გეგმას "კოვაქს" პლატფორმას გადაუგზავნის

როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია - უკვე დამტკიცებულ გეგმას სპეციალური კომისია დღეს დეტალურად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავს. მასში გაწერილია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკური თუ საოპერაციო საკითხები, ასევე ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში განხორციელდება.

დღესვე ვაქცინაციის სამოქმედო გეგმას ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქს" პლატფორმას გადაუდაგზავნის, რითაც საქართველო ოფიციალურად აცხადებს მზადყოფნას ვაქცინის მისაღებად. რაც შეეხება თავად პრეპარატს, მოლაპარაკება მიდის რამდენიმე კომპანიასთან. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვაქცინა, რომლითაც საქართველოში პირველ მოქალაქეს აცრიან, "ფაიზერის" იქნება.

დღის ამბები