07 მარტი 2021,   22:21
ვრცლად
თურქული მედიის ინფორმაციით, გემი, რომელიც შავ ზღვაში ჩაიძირა, პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა

შავ ზღვაში ჩაძირული გემი არა რუსეთის, არამედ პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა, რომელსაც ტვირთი საქართველოდან ბულგარეთში გადაჰქონდა- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ბართინის პროვინციაში, ინკუმუს რაიონის სანაპიროსთან მოხდა. პროვინციის გუბერნატორის ცნობით ადგილზე 3 ცხედარია ნაპოვნი.

ბორტზე 12 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი რუსეთის, ხოლო ათი უკრაინის მოქალაქეა.

უბედური შემთხვევა უამინდობას უკავშირდება. ადგილზე კვლავ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები