27 თებერვალი 2021,   16:39
ვრცლად
ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე, დაშავებულთა კი ათასამდე გაიზარდა.

სულავესის კუნძულზე 6.2-ი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები. მიწისძვრის გამო.

15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღის ამბები