27 თებერვალი 2021,   17:29
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი აძლიერებდა, მისი წასვლით კი გუნდი დასუსტდება

ოპოზიციაში, ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი აძლიერებდა, მისი წასვლის შემდეგ კი მათი აზრით გუნდი დასუსტდება.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებებიც დაიწყოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძის აზრით, "ქართული ოცნება" უკვე შესუსტებულია.

"ქართული ოცნება" იმსახურებს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე იმსახურებს "ქართულ ოცნებას". ჩემი წარმოდგენით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, კობახიძე არის დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და გავრილოვის ღამის ერთ-ერთი შემოქმედი. ვიცი, რომ შესუსტებულები არიან. კობახიძე თავმჯდომარეა, ნაცვლიშვილი КГБ-ს იდეოლოგიის და რუსული პროპაგანდის მატარებელი პოლიტიკური საბჭოს წევრი ხდება მედიის ინფორმაციით,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის ფულის სიყვარული აერთიანებდა.

"ქართულ ოცნებას" არაფერი აერთიანებს, გარდა ბიძინა ივანიშვილის ფულის სიყვარულისა. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ამის ნაწილი გაქრება და ის დაპირისპირებები, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებობდა გაღვივდება. შეინარჩუნებენ თუ არა ისინი ერთიანობას ეს მათი საქმეა,"- აღნიშნა თარხნიშვილმა.

დღის ამბები