27 თებერვალი 2021,   17:12
ვრცლად
როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ - ირაკლი ზარქუა "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებას გამორიცხავს

ზუსტად ორ საათში, "ქართული ოცნების" ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ - მმართველ პარტიაში, სხვა ცვლილებებიც იქნება. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 15-დან 21-წევრამდე იზრდება. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება არ არის.

"400-მდე დელეგატია დღეს მოწვეული, ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე, აქაც სახეები დაფიქსირებულია. კახი კალაძე თბილისის მერია, გიორგი გახარია ისევ პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება არჩეული ირაკლი კობახიძე. გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის, პირიქით, როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ,"- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

დღის ამბები