27 თებერვალი 2021,   16:31
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში ჩვენს განწყობებს ემთხვევა - შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, "ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას". ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშს მმართველ გუნდში აფასებენ. მათი შეფასებით, ასამბლეის მისიის ანგარიში, მათ განწყობებს ზუსტად ემთხვევა.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში, ჩვენს განწყობებს ზუსტად ემთხვევა. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატაროთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემები იმისათვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს შეცდომები და ადამიანური ფაქტორი. ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ, ჩვენს ოპონენტებს კი დასკვნა ჯერ არ გამოუტანიათ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა კი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან დადებითი შეფასებებია, რაც მისასალმებელია. 

"საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან დადებითი შეფასებებია, რაც მისასალმებელია. ანგარიშში ხაზგასმულია გარკვეული საკითხები, რაზეც ისინი თვლიან, რომ უნდა გამოსწორდეს და ჩვენმა პარლამენტმა კიდევ უფრო კარგად გააგრძელოს მუშაობა. ერთ-ერთი საკითხი ეხება პარტიების დაფინანსებას, აქ საუბარია დაფინანსების მთლიან სისტემაზე, თუ რამდენად გამჭვირვალე უნდა იყოს," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები