27 თებერვალი 2021,   17:36
ვრცლად
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპი ვაშინგტონს დატოვებს

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონს დატოვებს.

მედიის ინფორმაციით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ცხოვრებას ფლორიდაში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, წასვლამდე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის შტატში გამართავს. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის, ინაუგურაციას არ დაესწრება. თუმცა, ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები