27 თებერვალი 2021,   16:52
ვრცლად
ისრაელის მოსახლეობის 25%-ს კორონავირუსისი საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა

მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება. ამ დროისთვის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს ისრაელს, სადაც მოსახლეობის 25%-ი უკვე აიცრა.

მას მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები 15%-ით. შეერთებულ შტატებში კი ჯერ მხოლოდ 3%-ია აცრილი.

მასობრივი აცრა მიმდინარეობს ევროპაშიც, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ "ფაიზერის" ვაქცინის იმაზე ნაკლები დოზა მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ. მათ შორის არის შვედეთი, დანია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირს მოუწოდებენ, განახორციელონ ზეწოლა "ფაიზერზე", რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია დროულად მოხდეს.

დღის ამბები