27 თებერვალი 2021,   16:14
ვრცლად
ესპანეთი CCVID-19-ით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო ჰოსპიტალური სექტორის რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშეა

ინფიცირების შემთხვევები მზარდია ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის ექსპერტები შემთხვევების რეკორდულ ზრდას ბრიტანული შტამის გავრცელებას უკავშირებენ.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ესპანეთში, შეზღუდვები მკაცრდება. 18 იანვრიდან სხვადასხვა რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება. შეზღუდვა დაწესდება შეკრებებზე, აკრძალულია 4 ადამიანზე მეტის თავმოყრა.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო, ჰოსპიტალური სექტორი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშეა. ზოგიერთ რეგიონში გეგმიური ოპერაციები შეჩერდა იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალს მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულებზე მოეხდინათ ფოკუსირება.

უმეტეს რეგიონში მედიკოსოები მძიმე პაციენტების მიღებას ვეღარ უზრუნველყოფენ .

"ესპანეთში მდგომარეობა შემაშფოთებელია" - მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში საავადმყოფოებმა შესაძლოა, დატვირთვას ვერ გაუძლოს.

"შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად მსგავსია, თუმცა ჩვენი ამოცანაა რიცხვები კლებისკენ წავიყვანოთ. ამისთვის ვაგრძელებთ მოსახლეობის ვაქცინაციას და რეგულაციების შეძლებისდაგვარად გამკაცრებას,"- აცხადებს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილა.

დღის ამბები