27 თებერვალი 2021,   16:04
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამების თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთი ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ამასთან, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 56 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

"56 ათასამდე ახალი შემთხვევა 1 280 გარდაცვლილი ადამიანი. დროს მყისიერი ნაბიჯები გადავდგათ. არსებობს სხვა ქვეყნებიდან ახალი შტამების შემოსვლის რისკი, სახელმწიფოს კორონავირუსის სახეცვლილი ვერსიებისგან დასაცავად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს,"- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

დღის ამბები