01 მარტი 2021,   02:35
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ღია ცის ხელშეკრულებას რუსეთიც ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ღია ცის ხელშეკრულებას რუსეთიც ტოვებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლამ მის ხელმომწერებს შორის ინტერესთა ბალანსი დაარღვია, ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი ხელშეკრულების როლი შეარყია.

რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ეკისრებათ.

შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები გასული წლის ნოემბერში დაასრულა. ვაშინგტონმა გადაწყვეტილების მიღების მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.

"ღია ცის შეთანხმება" 1992 წელს გაფორმდა, რაც ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არასამხედრო სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დღის ამბები