01 მარტი 2021,   01:52
ვრცლად
როგორ ამოვიცნოთ კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომი - ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომის შემთხვევებზე საუბრობს.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ძირითადი ნიშანი არის მაღალი ცხელება და მასთან ერთად, ჩართული უნდა იყოს ორზე მეტი ორგანო. 

"ეს არის კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი. ის 60 პაციენტიდან, რაც იყო დასახელებული ქვეყანაში, 45 მკურნალობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ჩვენ 2 ნოემბერს მივიღეთ პირველი პაციენტი ამ სინდრომით და ბოლო კვირების განმავლობაში, იმ პიკიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს, ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურია. ყოველდღე ერთი პაციენტი მომართავს ჩვენს კლინიკას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან. მათ შორის, უსიმპტომო კორონავირუსის გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად გამოვლინებას, მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში. წამყვანი და ძირითადი ნიშანი, ეს არის ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

დღის ამბები