15 აპრილი 2021,   03:53
ვრცლად
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროცესი გრძელდება - 28 თებერვლიდან შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება

გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

"განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები