27 იანვარი 2021,   05:25
ვრცლად
ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას - დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალადობას ცალსახად გმობს, მისი თქმით ვინც ძალადობა განახორციელა გასულ კვირაში მისი მხარდამჭერი არ არის.

"ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, ძალადობას და ვანდალიზმს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოძრაობაში ადგილი ნამდვილად არ გააჩნია.

ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა ამერიკელებს.

თუ თქვენ რომელიმე ეს საქციელი ჩაიდინეთ, თქვენ არ ხართ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი, არამედ თავს ესხმით მას და ჩვენს ქვეყანას.

რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენაა ყველა ჩვენგანმა საერთო ენისა და მიზნის გამოძებნა უნდა შევძლოთ,"-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები