18 იანვარი 2021,   09:02
ვრცლად
ოკუპირებული რეგიონების პრობლემები ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე ე.წ. ხუთეულის დოკუმენტში მთელი სიმწვავით აისახა

უკვე 12 წელია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლები რუსული მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გარემოცვაში ცხოვრობენ.

ის, რაც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის ყოველდღიურობაა ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც მთელი სიმწვავით აისახა. ორგანიზაცია, დოკუმენტში, სადაც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იქვე საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს. ეუთო შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე თვითნებური დაკავებების გამო. ორგანიზაცია ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ეუთო მოსკოვის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზეც საუბრობს და კრემლს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღოს.

ეუთოსთვის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ მშვიდობიანია.

მინისტერიალის გზავნილებით ქართული მხარე კმაყოფილია ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ეუთოს ტრიბუნიდან გახმოვანებული გზავნილები რუსეთზე ზეწოლასაც და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შესაძლებლობასაც ზრდის.

დღის ამბები