16 იანვარი 2021,   18:57
ვრცლად
კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, "გირჩი 2"-ის შექმნაზე - ვახო მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს. ეს განცხადება მან "ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური თანაცხოვრება გირჩის შიგნით, დისკუსიის და მსჯელობის საგანი გახდება.

"შეიძლება ეს კონფლიქტი გამოვიყენოთ პოზიტიურად იმ თვალსაზრისით, რომ დაშლაც კი ცივილური იყოს. შეიძლება ვიფიქროთ ფრაქციებზე ერთი პლატფორმის შიგნით, გირჩი 2-ის გაკეთებაზე და ა.შ. მილიონი რამე შეიძლება ვიფიქროთ, ოღონდ ეს არის საუბრის თემა. 

მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს ზურაბ ჯაფარიძესთან, რატო დღეს, რატომ არ შეიძლებოდა ერთი თვით, ან ორი თვით გადავადება, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია იქნებოდა სტაბილური,“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები