15 იანვარი 2021,   22:24
ვრცლად
საჩივრების საფუძველი ერთადერთია, გადატვირთვა და ადამიანების არასაკმარისი რაოდენობა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, გაჩნდა სხვადასხვა სახის პრობლემები.

"დღის კურიერის" წამყვანმა ცერცვაძეს ჰკითხა, რომ პაციენტებისთვის არ ხდება განსაკუთრებით კოვიდ სასტუმროებში ყურადღების მიქცევა, ინფიცირებულები ვერ უკავშირდებიან ცხელ ხაზს და ოჯახის ექიმს.

ცერცვაძე საპასუხოდ აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა.

"მას შემდეგ, რაც დაიწყო დრამატული ზრდა შემთხვევების, პრობლემებმა იმატა. საქართველო თავის სერიოზულ წარმატებას მკურნალობისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის კუთხით აღწევდა სწორედ კარგი მოვლის ხარჯზე. როდესაც სამედიცინო პერსონალი თავს ევლებოდნენ პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, რომ ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია - გადატვირთვა და არასაკმარისი რაოდენობა ადამიანების,"- განაცხადა ცერცვაძემ. 

დღის ამბები