16 იანვარი 2021,   18:50
ვრცლად
"გირჩიდან" უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება - გოგა ხაჩიძე

პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" და "გირჩი TV-ს" დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ "გირჩი" არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა. გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, "გირჩიდან" უნდა წავიდნენ.

"გირჩი" არის იდეა, მართლაც უნიკალური იდეა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე არის ზურაბ ჯაფარიძე. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული სიო და ა.შ. და ასეთ დროს ასე ორსიტყვიანი მსგავსი ფორმით ასეთ რამეს აკეთებ არაერთგზის უკვე, და ათასობით ადამიანი, რომლებიც წავიდნენ და კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცეს შენ გამოდის და გლანძღავს, იქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს ღრმა ლიბერტალიანურ მსჯელობებში ვინ შევა, ვინ აღმოაჩენს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ "გირჩიდან" უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება.

ბევრჯერ ყოფილა აღშფოთებული იმით, რომ ვიღაცა ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ უდროო დროს, უტაქტოდ, უზრდელად, უადგილოდ, უფორმოდ," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" დამფუძნებელი გიორგი მელაძე აცხადებს, რომ ვიდრე ზურა ჯაფარიძეს არ შეხვდება და აღნიშნულ თემას მასთან არ განიხილავს, დეტალურ კომენტარს საკითხთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.

"რაც შეეხება თვითონ "გირჩის" სახელს და ლოგოს, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და ზურა ჯაფარიძემ, როდესაც შევქმენით ახალი პოლიტიკური ცენტრი და მას დავარქვით სახელად "გირჩი".

მე პირადად ვაპირებ შევხვდე ზურა ჯაფარიძეს და მაინტერესებს რამ გამოიწვია ის გაურკვევლობა, რაც ახლა "გირჩში" ხდება და გავარკვევ. "გირჩი" არის ორგანიზაცია, რომელიც არის შექმნილი, შესაბამისად იურიდიულად რა და როგორ იქნება ამ ეტაპზე მე ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზურას დაველაპარაკები, უფრო დეტალურად შემიძლია მერე გითხრათ," - განაცხადა გიორგი მელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

დღის ამბები