16 იანვარი 2021,   12:42
ვრცლად
მე არ მჯერა, რომ გოგა ხაჩიძეს ესმის "გირჩის" იდეა ზოგადად - იაგო ხვიჩია

"გირჩში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გოგა ხაჩიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას,  იაგო ხვიჩია "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. "გირჩის" თავმჯდომარე ამბობს, რომ გოგა ხაჩიძემ ნამდვილად დაარქვა პარტიას სახელი, თუმცა პარტიის დღევანდელი იდეისგან და შინაარსისგან თავად გოგა ხაჩიძე ძალიან განსხვავდება:

"მე არ მჯერა, რომ გოგა ხაჩიძეს ესმის "გირჩის" იდეა ზოგადად, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, სახელთან დაკავშირებით ის მართალია, გოგა ხაჩიძე ჩვენ ძალიან გვეხმარებოდა, მისი მოფიქრებულია სახელი, უბრალოდ ერთია სახელი მოიფიქრო და მეორე მას რაც დღეს შინაარსი გააჩნია, ის და გოგა ხაჩიძე ძაან განსხვავდება ერთმანეთისგან, მეტს არაფერს არ ვიტყვი ამ თემაზე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ.

დღის ამბები