16 იანვარი 2021,   13:11
ვრცლად
მინდა გამოირიცხოს ვერსია, თითქოს მე და ვახო მეგრელიშვილს გვინდოდა პარლამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში განხეთქილება პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მოხდა.

მისი თქმით, ამ თემაზე მისი, ზურაბ ჯაფარიძის, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვიის პოზიციები ერთმანეთს ემთხვეოდა. 

"ჩემი, ზურა ჯაფარიძის, ვახო მეგრელიშვილის, სანდრო რაქვიაშვილის საერთო პოზიციაა, თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, "გირჩიც" შევა, თუ არ შედის - არ შევა. ჩვენ იქ საქმის გასაკეთებლად შევდივართ. მიუხედავად იმისა, ვინ რაზეა გაბრაზებული, იმის გაკეთების სურვილი, რაც გასაკეთებელი იყო, ისევე აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს. ჩვენ ამ ნაწილში სრული თანამოაზრეები ვიყავით. მე თქვენ კოლეგებს ველაპარაკებოდი, თურმე ჭორი ყოფილა, რომ თითქოს იაგოს ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს უნდოდათ პარალამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა, რაც არასერიოზულია. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ეს მინდა, რომ გამოირიცხოს,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

 

დღის ამბები