23 იანვარი 2021,   00:06
ვრცლად
"გირჩი" არ დაშლილა, ამ იდეის მონოპოლისტი არც მე ვარ, არც ზურაბ ჯაფარიძე - იაგო ხვიჩია

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ "გირჩი" არ დაშლილა და ის იარსებებს ისე, როგორც ახლა არსებობს.

ხვიჩია ამბობს, რომ გირჩის იდეის მონოპოლისტი პარტიაში არავინაა. 

"რაც ვიცი ზუსტად არის ის, რომ "გირჩი" არ დაშლილა და იარსებებს ისე, როგორც არის. "გირჩი" არ არის ერთი კაცის პარტია. "გირჩი" იდეაა, თავისუფლების იდეა. ამ იდეის მონოპოლისტი არც მე ვარ, არც ზურაბ ჯაფარიძე, არც ვახო მეგრელიშვილი, არც არავინ. "გირჩი" თავისუფალ ადამიანთა გაერთიანებაა. ზოგადად მე სასაცილოდ მეჩვენება მისი დაშლის შესახებ. შეიძლება დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ჯერ გასარკვევი გაქვს საერთოდ რა ხდება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

 

დღის ამბები