15 იანვარი 2021,   21:42
ვრცლად
გაცილებით მძიმეა ამ კრიტიკის შინაარსი, ვიდრე შეიძლება ერთი ადამიანის ერთ აზრზე იყოს ლაპარაკი - გია ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან ელჩების კრიტიკაზე

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკის შინაარსი ფასილიტატორი ელჩების მისამართით გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

მისი შეფასებით, ამ კრიტიკის ავტორები არ დგანან იმ მხარეს, სადაც პროდასავლური ძალა უნდა იდგეს. 

"შეფასებების გამოთქმა ნორმალურია, შეიძლება ითქვას, რომ ის არასწორად მოქმედებს, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის თემას, როდესაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს, როდესაც ამ ომის შედეგად რუსეთი ძლიერდება და სამხედრო წარმომადგენლობა გაუხდა უშველებელი, როდესაც დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო რესურსებით, როდესაც დაპირისპირების, ამ ჯახის ეს ხარისხი არსებობს, გადახედეთ ვინ რომელ მხარეს დგას.

უფრო მძიმეა ასეთი კრიტიკის ეს შინაარსი, ვიდრე შეიძლება ერთი ადამიანის ერთ აზრზე იყოს ლაპარაკი, გაცილებით მეტი მიმანიშნებელია იმის გათვალისწინებით, რომ ცალ მხარეს დგას პროდასავლური სისტემა, რომელიც ომშია ჩაბმული იმ სისტემასთან, რომელსაც აქეთ მხარეს მხარს უჭერს ის ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ელჩებს.

აქ სხვა რამეშია საქმე, როგორ ყველაფერი დაემთხვა - რუსეთს სჭირდებოდა სტრატეგიული ობიექტები, თურმე მაშინ საქართველოს მათი გაყიდვა უნდოდა, რუსეთს სჭირდებოდა მოლაპარაკების ფორმატების მოშლა და დაემთხვა, რომ ვითომ ანტირუსული დამოკიდებულებით ფორმატები მოიშალა, რომ რუსეთს სჭირდებოდა საქართველოს ეღიარებინა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და თურმე ჩვენს მაშინდელ მთავრობასაც აწყობდა ეს რეზოლუცია. ასე როგორ ემთხვევა ყველაფერი, ამის უკან რატომ არ უნდა ამოვიკითხოთ გაცილებით დიდი საფრთხე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები