15 იანვარი 2021,   22:50
ვრცლად
მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციით მივდივართ - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის წევრები მოლაპარაკების მაგიდასთან თავისი მხარდამჭერების პოზიციის გათვალისწინებით მიდიან და მმართველ პარტიას თავისი წითელი ხაზები აქვს, რათა არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათი ამომრჩევლების აღელვების მიზეზი გახდება:

"როდესაც საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს, მოლაპარაკების მაგიდასთან რა პროცესები განვითარდება ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, მაგრამ მე გეუბნებით სად არის წითელი ხაზი. მე თუ რაღაცაზე დავთანხმდები ისეთზე, რომელიც გახდება ჩემი მხარდამჭერების აღელვების მიზეზი, ესეთი სტაბილურობა არ დადგება ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მე ჩემი პოზიციით არ მივდივარ, ჩვენ მივდივართ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციით," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები