16 იანვარი 2021,   19:11
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია საარჩევნო პლაკატების დემონტაჟს იწყებს

თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. 

კახა კალაძის ამ მოწოდებას, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა გამოეხმაურა, რომელიც გუნდს დაეხმარება.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა საარჩევნო პლაკატების დემონტაჟი განახორციელოს.

"დღეიდანვე აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში სააგიტაციო მასალისგან გასუფთავებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა ქალაქს ჩვეული იერსახე დროულად დავუბრუნოთ," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები