15 იანვარი 2021,   21:41
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი შუახნის ქალია

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. შემთხვევა, ფიროსმანის და დუმბაძის ქუჩის კვეთაზე მოხდა.

ქალს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

დღის ამბები