15 იანვარი 2021,   22:53
ვრცლად
პოლიტიკური ცხოვრება უკომპრომისო კომპრომისის მოლოდინში - ანალიტიკოსები პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარ პასუხიმგებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ

თვეზე მეტია ქართული პოლიტიკური ცხოვრება უკომპრომისო კომპრომისის მოლოდინშია. მოლაპარაკებების თარიღი პოლიტიკურ კალენდარზე ჯერ არ მონიშნულა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთი მაგიდის გარშემო პოლიტიკოსები მესამეჯერ კვლავ უცვლელი წინაპირობებით დასხდებიან. თუ პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება და მოლაპარაკებებიც ჩაიშლება, მაშინ ყველა ნაბიჯი ერთპარტიულ მმართველობამდე მიდის. ამ მოცემულობაში, ანალიტიკოსები პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარ პასუხიმგებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტებმა პარლამენტში შესვლაზე განაცხადი უნდა გააკეთონ.

დიპლომატების ჩართულობით პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის საკუთრი ხედვა აქვს პოლიტოლოგ გია ხუახაშვილს.

ახალი არჩევნები შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად - კრიზისიდან გამოსავალს ხათუნა ლაგაზიძე სწორედ ამ პოლიტიკურ ნაბიჯში ხედავს.

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამ კონტექსტის გათვალისწინებით დიალოგის მონაწილე მხარეებისგან კომპრომისს ელოდება პოლიტიკის ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც.

პოლიტიკურ ტაბლოზე წამზომი უკვე ჩაირთო. მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე სულ ცოტა დრო რჩება. დროის გასვლასთან ერთად, მით უფრო იკვეთება ერთპარტიული პარლამენტის კონტურები.

დღის ამბები