15 იანვარი 2021,   22:32
ვრცლად
ისეთი საოცარი სიხარული მოაქვს კორონავირუსის გადატანას, თუ გადავრჩით ყველაფერი კარგად იქნება - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში საკუთარი კოვიდგამოცდილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ COVID-19 საშიში დაავადებაა, თუმცა მის გადატანას სიხარული მოაქვს:

"რა თქმა უნდა, საშიში დაავადებაა, ორი აზრი არ არსებობს, ბევრი შემთხვევა ვიცი რომ დამძიმდა, გარდაიცვალნენ, მაგრამ თუ ეს დაავადება რაღაცნაირად გადაიტანა ადამიანმა, მე მაგალითად გადავიტანე მსუბუქად და ამ თვალსაზრისით, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის. ყველასთან შემიძლია მისვლა, პირველი დღეს რაც გავაკეთე, რომ გამოვედი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი და ვაკურთხე, ისეთი საოცარი სიხარული მოაქვს ამის გადატანას, მოკლედ თუ გადავრჩით ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის ხელმძღვანელმა ზიარების დროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა სარწმუნოებრივი პრიორიტეტების განსაზღვრის შედეგად უნდა მოხდეს:

"პირველ რიგში, ვინც შეიძლება დაზიანდეს სასულიერო პირია, აქ ლაპარაკი იმაზე კი არაა გადაგედება თუ არა, რაღაცა ფანატიზმზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია პრიორიტეტებზე, თუნდაც რომ გადამედოს, მე მირჩევნია რომ გადამედოს, ოღონდ მე არ შევცვალო ჩემი სარწმუნოებრივი დამოკიდებულება," - განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

დღის ამბები