15 იანვარი 2021,   22:56
ვრცლად
ამაზონის ჯუნგლებში წელს ტროპიკული ტყეების გაჩეხის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ამაზონის ჯუნგლებში ტროპიკული ტყეების გაჩეხის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

მათი განცხადებით, 2019 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იმავე პერიოდამდე, ბრაზილიაში 11 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი ტროპიკული ტყის მასივი განადგურდა. გარემოს დამცველები ტყის საფარის განადგურებაში პასუხისმგებლობას ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს აკისრებენ.

ამაზონის ჯუნგლებში 3 მილიონზე მეტი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. ამაზონის ჯუნგლები დედამიწაზე არსებული ჟანგბადის 20 %-ის წყაროა.

დღის ამბები