24 იანვარი 2021,   16:44
ვრცლად
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის დაკავებული მამაკაცის მეუღლემ "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკეთა

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის დაკავებული მამაკაცის მეუღლემ "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკეთა. ქალი დეტალური განმარტებებისგან თავს იკავებს და არ ყვება იმ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომელსაც 38 წლის კაცი ყოველდღიურად ახდენდა ოჯახის წევრებზე.

ბრალდებულის მეუღლე არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის "კურიერთან" ამბობს, რომ პოლიციისთვის მას არ მიუმართავს.

გარდა ამისა, "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვნები ოფიციალურად სცნეს დაზარალებულებად და მათ სოციალური აგენტის მომსახურება და ფსიქოლოგის დახმარება შესთავაზეს.

მოძალადე სამართალდამცავებმა ორი არასრულწლოვანი შვილის სისტემატიური იძულებისთვის დააკავეს, მამა გოგონებს ქუჩაში დახმარების თხოვნასა და შეგროვებული ფულის მისთვის გადაცემას აიძულებდა. ბავშვები იყვნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 

დღის ამბები