15 იანვარი 2021,   22:32
ვრცლად
შეგვიძლია ვივარაუდოთ, დაწესებული შეზღუდვები შედეგს გამოიღებს დაახლოებით ორ კვირაში - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ დაწესებული რეგულაციები და შეზღუდვები შედეგს გამოიღებს და კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებას დაიწყებს. 

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, შეზღუდვების შედეგი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.  

"ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება, რთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის არსებული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც დაწესდა, შედეგს გამოიღებს დაახლოებით 10 დღეში, ორ კვირაში. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ორი კვირის შემდეგ ანუ რეგულაციების დაწესებიდან ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება და შემდეგ შესაძლებელია უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებაც კი, რაც მოახდენს მდგომარეობის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას. მარგამ ეს არის გათვლა, რომელიც გაკეთებულია ეპიდემიოლოგიური სამსახურების მხრიდან და ვნახოთ, რამდენად გამოიღებს შედეგს.

ჯერ ისევ მზარდია ინფიცირების შემთხვევები და შეიძლება უახლოესი 5-10 დღის განმავლობში, პირიქით, მოიმატოს, ამიტომ არ ვიცით მაქსიმუმი რა დაფიქსირდება ამ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო  პიკის მიღწევის შემდეგ, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა დაიწყებს კლებას, მაგრამ ეს ციფრებში როგორ გამოიხატება, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია,“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

დღის ამბები