16 იანვარი 2021,   20:06
ვრცლად
იკვეთება კონტურები, რომ ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება - "ქართული ოცნების" წევრი

"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, იკვეთება კონტურები, რომ მესამე რაუნდის დროს ოპოზიციასთან კომპრომისული შეთანხმება მოხერხდება. 

"ქართული ოცნების" წევრი ასევე გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "გირჩი" მზად არის ბოიკოტზე უარი თქვას, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე იქნება თანახმა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა.

"იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება. ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე პარლამენტში მუშაობა. ახლა დეტალებზე საუბარი არ გამოვა.

"ოცნების" მმართველობის პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია, მიღწეულია მნიშვნელოვანი რეფორმები, გაგრძელდება მართლმსაჯულების რეფორმა, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ახლა მოლაპარაკებების წინ ამ საკითხის განხილვა არ არის სწორი," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები