18 იანვარი 2021,   09:07
ვრცლად
მონტენეგრომ სერბეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მონტენეგრომ სერბეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, მიზეზად სერბეთის ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა სახელდება.

მონტენეგროს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ვლადიმერ ბოჟოვიჩი არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში.

სერბი დიპლომატი 1918 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც მონეტენგროს სუვერენიტეტი უნდა გაეუქმებინა და სერბეთთან გაერთიანებულიყო გათავისუფლებად აფასებდა. 

სერბეთის ხელისუფლებამ საპასუხოდ მონტენეგროს ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

დღის ამბები