18 იანვარი 2021,   08:42
ვრცლად
30 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად30 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

შემთხვევა ღაზნის პროვინციაში მოხდა, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

დღის ამბები