18 იანვარი 2021,   09:04
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბი, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო მეორედ დააჯარიმეს

ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბი მეორედ დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია დაწესებულებას გუშინ დააკისრეს, ობიექტმა კი მუშაობა მაინც გააგრძელა.

როგორც ფიტნესკლუბში ამბობენ, შეზღუდვების მითითებას არ დაემორჩილებიან, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

დღეს ფიტნესკლუბი შრომის ინსპექტირების სამსახურმა და პოლიციამ შეამოწმეს. კლუბის მეპატრონეს დადგენილება გააცნეს, რომელიც მას ფუნქციონირების უფლებას უზღუდავს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კ, სისხლის სამართლის წარმოებას ითვალისწინებს.

ადგილზე "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმყოფებოდა.

დღის ამბები