18 იანვარი 2021,   08:38
ვრცლად
პანდემია და ბავშვები - COVID-19-ის მიერ დრამატულად შეცვლილი გარემო, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ 

COVID-19-მა დრამატულად შეცვალა გარემო, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ. საკარანტინო ღონისძიებებმა, მათ შორის სკოლის დახურვამ და გადაადგილების შეზღუდვამ მაქსიმალურად შეაფერხა ბავშვების სოციალური მხარდაჭერა. გაზარდა ძალადობის და ფსიქო-სოციალური სტრესის რისკები. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ საქართველოს მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

ბავშვებისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის შემცირებასთან ერთად, შემცირდა ოჯახების შემოსავალიც. მომატებული სტრესის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის რისკები. 

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების გეგმაში ბავშვთა უფლებები პრიორიტეტული უნდა გახდეს. ეს სურვილი კი ქვეყანამ გაეროს გენერალური ასამბლეის იმ სესიაზეც უნდა გამოთქვას, რომელიც პანდემიის თემაზე გაიმართება. 

განათლების, კვების და ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხების გარდა, ვირუსმა გავლენა მოახდინა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ვირუსის გამო ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნება გაიზარდა. 

დღის ამბები