18 იანვარი 2021,   09:08
ვრცლად
"საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ალიანსების წევრები ბაიდენის პრეზიდენტობისას უფრო მალე გახდებიან"- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, პოლ გობლმა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ალიანსების წევრები ბაიდენის პრეზიდენტობისას უფრო მალე გახდებიან.

გობლი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინსიტრაცია იმიტომ მიიღებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედროები დააბრუნა, რაც უფრო მეტად საჭიროს ხდის დასავლური სახელმწიფოების პასუხს.

"არა მგონია, რომ ეს მოხდება პირველივე წელს. ბაიდენის ადმინისტრაციაში არიან ოფიციალური პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კავშირებში ქვეყნების გაწევრიანების შეკავება არის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი საბჭოთა წნეხის თავიდან ასაცილებლად და დემოკრატიისკენ სვლის შესაძლებლობა,"-განაცხადა პოლ გობლმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაცია აღნიშნული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას შეინარჩუნებს.

დღის ამბები