16 იანვარი 2021,   19:18
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა  

აბაშიძე-კარასინი ერთმანეთს ამჯერად ონლაინფორმატში შეხვდნენ - ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას ეხებოდა.

თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც და ამ კონტექსტში ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები.

"ურთიერთგაგება დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში, ქართველი ნაციონალისტების მიერ, ცნობილი ანტი რუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკურმა ძალებმა რომლებმაც მოიგეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად. მოხდა მხარეების მიერ ორმხრივ საფუძველზე სატვირთო-საავტომობილო გადაზიდვაზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობების განხილვა. ორ ქვეყანას შორის საჰარეო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს გასული წლის ივლისში, საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. ამის პირობები კარგად არის ცნობილი. საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოება, გარდა ამისა, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალიზებული უნდა იყოს ორივე ქვეყანაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები