16 იანვარი 2021,   19:44
ვრცლად
ირანი ბირთვული სფეროს ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

თეირანთან ახლოს, ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი, მოსენ ფაჰრიზადე მოკლეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს "სახელმწიფო ტერორის აქტი" უწოდა.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის მკვლელობის ფაქტში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობას გაერო გამოეხმაურა. ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს ისეთი ქმედების თავიდან აცილებისკენ, რომელმაც, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მანქანაზე თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები