16 იანვარი 2021,   19:30
ვრცლად
იმისთვის, რომ ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას - ჯანმო 

კვიპროსში კომენდანტის საათი დაწესდა. ახალი რეგულაციებით, ბარები, რესტორნები და კაფეები საღამოს შვიდ საათზე დაიკეტება. ასევე დაიხურება სპორტდარბაზები, ხოლო სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებსა და კინოთეატრებში სოციალური დისტანციის დაცვის წესები გამკაცრდება.

ბელგიაში კი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. გაიხსნება მაღაზიები, თუმცა ეპიდემიის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, საშობაო პერიოდში ძალაში დარჩება სხვა შეზღუდვები, მათ შორის შეკრებებზე დაწესებული რეგულაცია. კარანტინი გახანგრძლივდა 15 იანვრამდე.

კანადის პრემიერი აცხადებს, რომ მომავალი წლის სექტემბრისთვის, შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდეს. რუსეთში კი კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იანვარ-თებერვალში დაიწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება, სიფრთხილე შეინარჩუნონ. რის ნახვასაც არ ვისურვებდით, ლოკდაუნიდან და ვირუსის კონტროლიდან მორიგ ლოკდაუნზე გადასვლაა. ჩვენ შეგვიძლია გავრცელების დაბალი დონის შენარჩუნება. ვნახეთ ათობით ქვეყანა, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ ამის გაკონტროლება და ამ კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელია,“ - აცხადებს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი, ეპიდემიების გამოძიების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერხოვე.

დღის ამბები