16 იანვარი 2021,   20:03
ვრცლად
შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ოპონენტები ხისტი პოზიციების დაახლოებას - დიალოგის მესამე რაუნდი შესაძლოა ხვალ გაიმართოს

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ, პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ სივრცე შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არსებობს და რომ კომპრომისის კონტურები უკვე გამოიკვეთა.

ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებთან პოლიტიკური კონსულტაციების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა სჯერათ, რომ "ქართული ოცნების" საჯარო განცხადებების მიუხედავად, მმართველ პარტიას დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს. ნაკლებად წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სულ უფრო მეტად მწვავდება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე განიმუხტოს. ოპოზიციონერები მოლაპარაკების მაგიდასთან უცვლელი წინაპირობებით სხდებიან. 

ოპოზიციის ფრთხილი ოპტიმიზმი "ქართული ოცნების" წევრებს აფიქრებინებს, რომ ოპონენტებმა სიტუაციის გაანალიზება უკვე დაიწყეს. მმართველი გუნდის პოლიტიკურ ლექსიკონში წითელი ხაზები არც დღეს წაშლილა. 

მიუხედავად ოპტიმისტური მოლოდინებისა, კვლავ მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად რჩება, რამდენად შეძლებენ მხარეები ხისტი პოზიციების დაახლოებას. ორი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, იქნება თუ არა გადამწყვეტი მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა. პოლიტიკური აქტორები ელჩების მონაწილეობით ერთი მაგიდის გარშემო შესაძლოა სწორედ ხვალ დასხდნენ.

დღის ამბები