18 იანვარი 2021,   08:34
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი კვლავ უცნობია

კვლავ უცნობი რჩება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი. ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, ისინი თავიანთ მოთხოვნებს არ შეცვლიან და მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან  გარკვეული სახის კომპრომისები გამოჩნდა. დღეს ოპოზიციის ლიდერები "ლელოს" სათაო ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

"იმ გადაწყვეტილებებიდან, რაც ჩვენ გვესმის "ქართული ოცნების“ მხრიდან, ვერ ვხედავ მზაობას მათი მხრიდან, რომ ამ მოლაპარაკებებმა რამე კონკრეტული შედეგი გამოიღოს, იმიტომ, რომ ჩვენ თუ არ შევთანხმდით პრინციპულ საკითხზე, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა ვერანაირი მეორადი საკითხების განხილვა შედეგს ვერ მოიტანს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები