16 იანვარი 2021,   19:47
ვრცლად
არჩევნები ჩატარდა, მოქალაქეებმა საკუთარი ნება გამოთქვეს და ამ ნებას პატივი უნდა ვცეთ - შალვა პაპუაშვილი

უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ვადამდელი არჩევნების თემა არ განიხილება, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება სხვა მიმართულებებით მოხდეს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მრავალფეროვანი პარლამენტის მომხრეა.

"ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ არჩევნები ჩატარდა და მოქალაქეებმა საკუთარი ნება გამოთქვეს და ამ ნებას პატივი უნდა ვცეთ. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ჩვენი წარმოდგენა არის მრავალფეროვანი პარლამენტი და ეს ასახულია, მათ შორის კონსტიტუციაში, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ იქნა მიღებული და რომლითაც 1%-იანი ბარიერი დადგინდა და სწორედ ამის წყალობით არის, რომ დღეს ვსაუბრობთ მრავალპარტიულ პარლამენტზე.

მე მგონი ერთი რამე ცნობილია საზოგადოებისთვის, რასაც ჩვენი ოპონენტებიც არ უარყოფენ, რომ თუკი ვინმე რამე წინადადებებს და შეთავაზებებს აკეთებდა ამ დიალოგის დროს, იყო სწორედ "ქართული ოცნება". გადათვლა შევთავაზეთ, უარი მივიღეთ ამაზე, ვიდეოჩანაწერის ნახვაზეც უარი მივიღეთ, საპირისპიროდ გვესმის მხოლოდ ულტიმატუმის ენა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები