16 იანვარი 2021,   20:03
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა - ლინას ლინკევიჩუსი 

ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში სტანდარტების დაცვით ჩატარდა, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომელთა გამოსწორება აუცილებელია.

"ჩვენ ვერ უარვყოფთ ამ არჩევნებს და ვერ ვიტყვით, რომ ის არასწორად ჩატარდა. ახლა მნიშვნელოვანია წინსვლა და პრობლემების გამოსწორება. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს," - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა

დღის ამბები