15 იანვარი 2021,   22:26
ვრცლად
არ ვამბობ, რომ ოპოზიციაში ფრთიანი ანგელოზები არიან... "ქართული ოცნება" არის ბავშვი, რომელიც სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობს - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე ხელისუფლებას ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანას "ქართულ ოცნებას" აბრალებს. იაგო ხვიჩია მმართველ გუნდს ჭირვეულ ბავშვს ადარებს, რომელიც სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობს.

"ქართული ოცნება" არის ბავშვი, რომელიც სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობს. ხომ არიან ბავშვები, რომ მარტო უნდა იყვნენ, შემდეგ სხვა ბავშები რომ არ ეთამაშებიან, ირტყმევინება და გაბრაზებულია, რომ მას სერიზულად არ აღიქვამენ და ამ პრობლემის, მასთან არ თამაშის მოგვარებას, ის ცდილობს ძალადობით. ბავშვი რომ დადიოდეს და იძახდეს, მეთამაშეთ თორე გაგლახავთო, ან მე თქვენ დაგაბულინგებთ და მაინც უნდა მეთმაშოთო, დაახლოებით ეს პოზიცია აქვთ და არა ის, რომ დავილაპარაკოთ და გამოსავალი ვიპოვოთო. 

ეს ფასილიტატორებისთვის დასანახია ამ პროცესში და დანარჩენი ოპოზიციისთვისაც. მე იმას კი არ ვიძახი, რომ ოპოზიციაში ფრთიანი ანგელოზები არიან და არ შეიძლება აქეთა მხარის გაკრიტიკება, მაგრამ ამ ჩიხზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი ხელისუფლებაა დამნაშავე. მას შეიძლება ხელშეწყობა აქვს ოპოზიციიდან, ან შეიძლება ვიღაც ასე თვლიდეს, მაგრამ ძირითადად დამნაშავე ამ სიტუაციის გაჭედვაში და იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვართ, დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად არ უყურებდა ამ საკითხს და მთელი ეს პროცესი, ფასილიტატორების მეშვეობით მიდიოდა "ქართული ოცნების" არასერიოზული წინადადებების, ან ქცევების თანხლებით,"-განაცხადა "დღის კურიერში" იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები