15 იანვარი 2021,   22:59
ვრცლად
პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში - მხარეები კომპრომისის მიღწევას იმედოვნებენ

ქართული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მოლაპარაკების ორივე მხარეს კომპრომისის იმედი აქვს.

ვიდრე დახურულ კარს მიღმა საუბრები გაგრძელდება, ღიად ისმის დასავლელი პარტნიორების გზავნილები - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ჯგუფის მომხსენებლები პარტიებს არჩევნებში მოპოვებული მანდატების დანიშნულებისამებრ გამოყენებას და პარლამენტში შესვლას ურჩევენ.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის ამ მოთხოვნას ცალსახად გამორიცხავენ და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად დასავლელი პარტნიორების მოწოდებები მოჰყავთ. აქვს თუ არა "ოცნებას" ალტერნატიული შეთავაზება, არ კონკრეტდება.

დღის ამბები