15 იანვარი 2021,   22:56
ვრცლად
პეტერბურგში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრება

სანქტ პეტერბურგში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და მომხდარის მიზეზი შესაძლოა, მეუღლესთან ყოველდღიური კონფლიქტი იყოს.

დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვილების მძევლად აყვანამდე, მან საკუთარი ცოლი სახლიდან გააგდო.

სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. მამაკაცის მოთხოვნები ჯერ უცნობია.

დღის ამბები