16 იანვარი 2021,   18:43
ვრცლად
პარიზის პოლიციამ ქალაქის ცენტრში მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა

პარიზის პოლიციამ ქალაქის შუაგულში მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა, რესპუბლიკის მოედანზე უსახლკარო მიგრანტებმა ათობით პატარა კარავი დადგეს.

მათ, სოლიდარობის ნიშნად, მოხალისეებიც შეუერთდნენ, რომლებიც სკანდირებდნენ : "საბუთები ყველას, საცხოვრებელი ყველას!"

სამართალდამცავებმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ზოგიერთს კი ხელკეტებით გაუსწორდა და საბოლოოდ კარვები დაშალა.

დღის ამბები