16 იანვარი 2021,   13:15
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 400 000-ს გადააჭარბა

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 60 მილიონს მიუახლოვდა. 1 400 000-ს გადააჭარბა გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვმაც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 491 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ დღიური გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. უკვე ორი კვირაა ვითარება პოზიტიურად იცვლება ინდოეთში, ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 50 000-ზე დაბალია.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19-ის" 38 000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 480 ადამიანი გარდაიცვალა.

იზოლაციაში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება. საშობაოდ შემსუბუქებული რეგულაციების ფარგლებში გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საცხოვრებელი სახლი ნებართვის გარეშე დატოვონ და გარე სივრცეში ადამიანებს შეხვდნენ, თუმცა ქვეყანაში კვლავ აკრძალული იქნება ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება.

ბარები და რესტორნები 23:00 საათზე დაიკეტება. მაქსიმალურად შემცირდება რეგიონებს შორის მოგზაურობა.

დღის ამბები